გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს პრინცი ჩარლზის უახლეს ფოტოებს, რომელიც უიტშირის საგრაფოშია გადაღებული. ჩარლზი მეუღლესთან, კამილა პარკერ-ბოულზისთან ერთად ეზოს ტერიტორიაზე გამოვიდა, რათა სამძიმრის წერილები ენახა, რომელიც გულშემატკივრებმა პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო გამოგზავნეს. წერილებთან ერთად ფოტოებზე ჩანს ყვავილები და ფოტოები.
როგორც ჩანს ამ ყველაფრის ნახვა იმდენად ემოციური იყო, რომ 73 წლის პრინცმა ჩარლზმა ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა.