24 ოქტომბერს თბილისში, ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას და ასევე კომპანია „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council) ოფისში პოლიციის ჩხრეკას „ატლანტიკური საბჭო“ განცხადებით ეხმაურება.
კომპანია გავრცელებულ მიმართვაში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კომპანიის ქართველი თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მათს ტექნიკას უკან დაუბრუნებს:
„24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოში შეიჭრნენ „ატლანტიკური საბჭოს“ ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის ორ თანამშრომელთან და მათი ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინეს.
„ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მის ზეგავლენაზე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე.
ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას, და სხვა ზიანს.
გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა.
„ატლანტიკური საბჭო” დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი.
„ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსისა და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.
„ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.