მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ლაშა მესხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აქტივისტ ნუგზარ კოხრეიძის დაცვას ითხოვს, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო ეკოლოგიურ ფორუმზე დასასწრებად პოლონეთში არ შეუშვეს.
„ვითხოვ ოფიციალურ პასუხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან! რატომ უნდა იგრძნოს საქართველოს მოქალაქემ თავი დაუცველად ქვეყნის საზღვრებს გარეთ?
ჩემი მეგობარი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და აქტივისტი Nugzar Kokhreidze მიდიოდა პოლონეთში (კატოვიცეში) საერთაშორისო ეკოლოგიურ ფორუმზე დასასწრებად. მესაზღვრეების გადაწყვეტილებით მას გამოუცხადეს, რომ არის საშიში პოლონეთისთვის და ამჟამად იძულებით ჰყავთ გაჩერებული აეროპორტის სასტუმროში… თვე არ გავა რო ნუგზარმა რომელიმე საერთაშორისო ღონისძიებაში არ მიიღოს მონაწილეობა და მის „საშიშობა“ – ზე ალბათ საუბარიც სასაცილოა… მოკლედ მინდა ვისურვო რომ ჩვენი საგარეო უწყება მალე ჩაერთვება ამ გაუგებრობაში და მალევე აღმოიფხვრება!!! – წერს ლაშა მესხი სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/lasha.meskhi.3/posts/10210958500473488?__xts__[0]=68.ARA9zdcg13gw9B59cjg692ZfOocDFxz1v5AhYj64PjIr-xsF9949iQ9GfXCehe7bo7tlnCEP49hVdAvNJJutzXAd9yOYJEtRse9TOMQIczIfRVDhV-tx0SqcNPaGNnB1QirEHXGwt-xAnIwy9vAuijFTcug0n9y1KRlaOEsWk-2iHJpP1Hptp69OEYKvWcsGeEU7uuceblC8Ow&__tn__=-R
პოლონური მედიის ცნობით, კოხრეიძეს დეპორტაცია ელოდება.საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩოც და საკონსულოც საქმის კურსშია და ნუგზარ კოხრეიძესთან კონტაქტი აქვთ.