LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატრეზია

104
ატრეზია

სამკარიანი სარქვლის ატრეზია გულის თანდაყოლილი მანკების 1-3 %-ს შეადგენს. ამ მანკის დროს მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის კავშირი არ არის. დაავადებას ყოველთვის ახლავს თან წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ზრდა, მარჯვენას დაპატარავება და განუვითარებლობა. როდესაც წინაგულთაშუა ძგიდის ხვრელი არც ისე დიდია, მარჯვენა წინაგულში წნევა იზრდება, რის გამოც ის იწელება და დიდდება. სისხლი გროვდება მარჯვენა წინაგულში და დიდ ვენებში, რომლებსაც სისხლი სხეულის სხვა ნაწილებიდანაც მოაქვთ. ვითარდება ვენური შეგუბება. მარჯვენა წინაგულში ვენური და არტერიული სისხლი ერთმანეთს ერევა. ორგანიზმში ვრცელდება ჟანგბადით არასათანადოდ გამდიდრებული სისხლი, ამიტომ ავადმყოფებს ედებათ მოლურჯო ფერი.

ამ დეფექტის მქონე ახალშობილებს კანზე სილურჯე დაჰკრავთ. ყვირილის, ტირილისა და წოვის დროს ციანოზი ძლიერდება. ასაკთან ერთად სილურჯე იმატებს. მოსალოდნელია გონის დაკარგვა, რასაც თან სდევს ტუჩებისა და ყურის ნიჟარების გალურჯება. სისხლში იზრდება ერითროციტებისა და სხვა უჯრედების რაოდენობა. ავადმყოფები ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით. ფიზიკური დატვირთვისას ეწყებათ ქოშინი. თუ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, დაუყოვნებლის უნდა გაკეთდეს ოპერაცია. ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია მანკის ანატომიურ თავისებურებებზეც.

საყლაპავის ატრეზიის სიმპტომები დაბადებისთანავე ვლინდება. ეს არის ციანოზი; აპნოე; ქაფიანი გამონადენი პირიდან. კვების მცდელობა მდგომარეობას აუარესებს. კერძოდ, მატულობს სუნთქვის უკმარისობის მოვლენები. ბავშვი მოუსვენრადაა, მატულობს ციანოზი, ქოშინი, ფილტვებში ისმინება დიდი რაოდენობით სველი ხიხინი. როგორც წესი, ვითარდება პნევმონია. აღნიშნული სიმპტომების არსებობისას უნდა მოხდეს საყლაპავის ზონდირება. ატრეზიის დონის დასადგენად ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა საკონტრასტო ნივთიერებების გარეშე. საყლაპავის ატრეზიის მკურნალობა ქირურგიულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები