ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა – ჩვენი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია. ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს. ირაკლი კვარაცხელია 17 მარტს სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.