LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებლად გააკეთეთ ეს 18 თებერვლამდე, დაგჭირდებათ ბრინჯი, შაქარი და ქინძისთავი…“ – ეზოთერიკოსის რჩევა საზოგადოებას

3683
2026-02-09_01-34-18_299627

ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და გვთავაზობს რიტუალს, რომელიც წარმატების მოსატანად აუცილებლად 18 თებერვლამდე უნდა გავაკეთოთ.

„კარმული პერიოდი გვიდგას, გააკეთეთ ეს 18 თებერვალს.
მეგობრების თხოვნით ისევ ვდებ ამ პოსტს.
ადამიანებმა, ვინც ეს სიმბოლური რიტუალი გააკეთეს, თვითონვე დამიდასტურეს, რომ მათთან საუკეთესო ცვლილებებმა ზედიზედ დაიწყო მოსვლა:
– სამსახურში ყურადღება მიაქციეს,
– მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანეს.
– კოლექტივი გაუმეგობრდა.
– ფინანსური მხარეც გააქტიურდა.
(ეს მათი სიტყვებია)
რიტუალი მსუბუქი ენერგეტიკური მოქმედებაა წარმატებაზე
არანაირი „მძიმე მაგია“ , უბრალოდ სიმბოლური ნაბიჯი პოზიტიურ განწყობაზე.
რა დაგჭირდება: • თეთრი ბრინჯი / სიუხვის სიმბოლო

მარილი – არასასურველის გამწმენდი

შაქარი – ტკბილი შედეგების სიმბოლო

თეფში

ინგლისური ქინძისთავი(იგივე „ბულავკა“)

როდის კეთდება: მზარდ მთვარეზე ან სავსემთვარეობაზე, მზის ჩასვლის შემდეგ.
როგორ გააკეთო:

  1. დააყარე 3-3 სუფრის კოვზი ბრინჯი, მარილი და შაქარი ერთმანეთზე, ფენებად.
  2. გახსენი ქინძისთავი და ჩაამაგრე ცენტრში.
  3. თქვი ხმამაღლა:
    „წარმატება ქინძისთავზე, და ქინძისთავიდან – ჩემთან!“
  4. დატოვე მთელი ღამით.
  5. დილით ქინძისთავი ტანსაცმლის შიდა მხრიდან დაიმაგრე, როგორც შენი პირადი თილისმა.
  6. ბრინჯი, მარილი და შაქარი გამოიტანე გარეთ და მიწაზე დაყარე მადლობის სიტყვით.

    ეს მარტივი ენერგეტიკული მოქმედება რბილად, მაგრამ ძლიერად მუშაობს , იზიდავს კარგ მოვლენებს, სწორ ადამიანებს და იცავს უენერგიობისგან“, – წერს თამარ იოსელიანი.

„თებერვლის თმის მაგია…დღეები, როცა მაკრატელი ბედისწერას ეხება“ – როდის უნდა შევიჭრათ თმა, რომ ბედნიერება მოგვიტანოს

„არავის ვაშინებ, მაგრამ იცოდეთ ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობა“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g