LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუცილებლად გავარკვევ, “ქართულ ოცნებაში” ვის უნდა ჩემი ჩაჩოჩება”- ყოფილი დეპუტატი ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს

1461706_258826364266151_291596263_n

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს. ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.

„მოსაწვევი ალბათ, გზაშია. არ მიმიღია, სავარაუდოდ, არ ვიქნები მიწვეული. არაფერი დაშავდება ამით, მაგრამ საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, არამგონია, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ადგენს. ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველოდი მიწვევას. არამგონია, დაპირისპირება იყოს „ქართულ ოცნებაში”, ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა. ალბათ, იქნება საკადრო ცვლილება და გვაქვს მოლოდინი. არასოდეს დამიმალავს პირდაპირობა, მაგრამ არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში. თეატრი მე გავავსე და ველოდი, რომ სიტყვაც უნდა მეთქვა, მაგრამ ერთი საათით ადრე ჩამომაცილეს ამ პროცესებს. ვფიქრობ, მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლად მოსულ ადამიანებს. იგივე რომ არ მოხდეს, რაც პირველ ტურში, უნდა გავარკვიო ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს. შევხვდები, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, იქამდე სავარუდოდ, პარლამენტში გვექნება შეხვედრა”,-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g