LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, რადგან ეს არ არის უბრალოდ გაჩენილი მიზეზი… “ – თუ ქერტლი შევნიშნეთ ან ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილება, რასთან გვაქვს საქმე? რას გვირჩევს ექიმი, შოთა ჯანჯღავა

592
შოთა ჯანჯღავა (1)

რისი ნიშნები შეიძლება იყოს და რა ზომები უნდა მივიღოთ მაშინ, თუ ქერტლი გაგვიჩნდა ან ფრჩხილის ხარისხი შეგვეცვალა? – საკითხზე ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ რეკომენდაციები ცნობილ ტელესახეს, ხატია შამუგიას გაუზიარა.

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, თუ ვხედავთ, რომ ქერტლი გაჩნდა ან ფრჩხილის ხარისხი შეგვეცვალა:

ვიდეო: როგორ ვუმკურნალოთ ჭარბ ოფლიანობას – რას ამბობს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ჭარბი ოფლიანობის პრობლემაზე, რომელიც არაერთ ადამიანს აწუხებს სპეციალისტი ამბობს, რომ აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევის ჩატარება, რათა გამოირიცხოს სერიოზული დარღვევები.

„ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ან სხვა ჰორმონების დარღვევა, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტი.

აქედან გამომდინარე საპროფილაქტიკოდ შეგვიძლია D ვიტამინი მივიღოდ, თუმცა როდესაც ეფექტი არ გვაქვს, ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ენდოკრინოლოგს, რომელიც მინიმალურ კვლევებს ჩაგვიტარებს მიზეზის დასადგენად.

შესაძლოა იყოს დერმატოლოგიური მიზეზიც, მაგალითად კანის სიმშრალე, რა დროსაც კანის დატენიანება მნიშვნელოვანია.

ასევე შესაძლოა ამ შემთხვევაში დაგვჭირდეს ღრმა დერმატოლოგიური კვლევა.

აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, თუ ვხედავთ, რომ ქერტლი გაჩნდა ან ფრჩხილის ხარისხი შეგვეცვალა, რადგან ეს არ არის უბრალოდ გაჩენილი მიზეზი…“ – ამბობს ჯანჯღავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g