LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi ხელმისაწვდომ კაბრიოლეტებს აღარ გამოუშვებს

521
red-audi-news19

კომპანია Audi მოდელ A3-ს კონვეიერიდან მოხსნის და მას ახალი თაობის მოდელით ჩაანაცვლებს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს კომპანიის ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა უკვე დაუდასტურა. შესაბამისად, კაბრიოლეტი A3-ისთვის 2019 წელი საბოლოო გახდება.

ყველაზე ხელმისაწვდომი კაბრიოლეტი დიდი პოპულარობით ვერასდროს სარგებლობდა. ეს მაშინ, როცა ბრენდის ისტორიაში ასეთი დაბალი ღირებულების მანქანა მეორე არ არსებობს. მაგალითად, ამერიკის ბაზარზე  A3-ის 5650 ეგზემპლარი გაიყიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით უფრო ნაკლებია. დაბალი მოთხოვნა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ „აუდიმ“ კაბრიოლეტის გაქრობა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ A3-ის წასვლის შემდეგ, საზოგადოებას A5-ის,  TT-ისა და  TTS-ის შეძენის საშუალება მიეცემათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g