Audi-მ, Airbus-მა და Italdesign-მა მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს. სიხლე არ არის ის ფაქტი, რომ Airbus და Italdesign მფრინავი ავტომობილის Pop-UP-ის შექმნაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ, ცოტა ხნის წინ კი პროექტს გერმანული მწარმოებელიც შეუერთდა. მათი თანამშრომლობის პირველი შედეგის ხილვა მაყურებელმა ჟენევის ავტოშოუზე შეძლო.
აღსანიშნავია, რომ პირველი Pop-UP ავტომოყვარულებმა ჯერ კიდევ 2017 წელს იხილეს, თუმცა Audi-ს გავლენით კონცეპტმა სულ სხვანაირი სახე მიიღო. სიახლეს დიზაინერული ელემენტები დაემატა, რაც გერმანული ბრენდის გავლენაა. ავტომობილის კაბინას კაფსულის ფორმა აქვს და სულ ორი ადამიანის დატევა შეუძლია. მიუხედავად გადაადგილების ფორმისა, მოდელი მთლიანად ელექტრონულ ძრავზე მუშაობს. აღსანიშნავია,რომ Pop-UP-ის მართვა ძალიან მარტივად, მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.