Audi-მ საოჯახო A4 ცოტა უფრო სპორტული გახადა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა განახლებული სედანი წარმოადგინა. უნივერსალმა ახალი ბამპერები, საბურავის დისკები და განახლებული სპორტული პაკეტი S line მიიღო. ახალი ავტომობილი დასაწყისისთვის გერმანიის ბაზარზე გამოჩნდება და მის შეძენას მსურველები 2018 წლის ბოლოდან შეძლებენ.
საინტერესოა, რომ სედანი გარდა სტანდარტული წითელი ფერისა ასევე ინოვაციურ ცისფერ ფერშიც იქნება ხელმისაწვდომი და მას Turbo Blue ეწოდა. სპორტული საოჯახო უნივერსალი ევროპულ ბაზარზე მომავალი წლისთვის გამოჩნდება და ის საწვავისა და დიზელის აგრეგატებით იქნება ხელმისაწვდომი. მოდელებს 150 და 249 ცხენის ძალის განვითარება შეეეძლებათ და მათი ფასი 30 ათასიდან 50 ათას დოლარამდე იქნება.