უნიკალური კონცეფცია ავტონომიური ელექტროქარის, დრონისა და მგზავრის მოდულისგან შედგება. ავტოსალონზე წარმოდგენილი პროტოტიპი სინამდვილეში ორიგინალის 1:4-თან მასშტაბში შესრულებული ასლი იყო. თუმცა, პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ ახალი სერვისით სარგებლობას მსურველები უკვე მომავალი ათწლეულიდან შეძლებენ.
მფრინავ ტაქსებს ძირითადად დიდ ქალაქებში გამოიყენებენ და ის ტრადიციული ტაქსოპარკის ალტერნატივა გახდება. სიახლის განმასხვავებელი ნიშანი, გარდა ფრენისა, ასევე მარშრუტის სწორად დაგეგმვა და გზებთან ერთად ჰაერში გადაადგილების უნარიც იქნება.