რეიჩელ ზეგლერმა ფავორიტი ალბომები დაასახელა.
„შიმშილის თამაშების“ ერთგვარი პრეისტორიის ვარსკვლავმა, ასეთი ოთხი დისკი გამოარჩია.
ამერიკელი მსახიობი გამოტყდა, რომ ხშირად ისეთი არტისტების ჩანაწერებს უსმენს, როგორებიცაა:
ემი უაინჰაუსის Back to Black, არიანა გრანდეს Sweetener, ლედი გაგას Chromatica და „ქუინის“ „ჯაზი“;
ცნობისთვის, 22 წლის ზეგლერი სულ მალე კარიერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან როლს მოირგებს. ის „ფიფქიას“ ახალ, ცოცხალი მოქმედების რიმეიქში, მთავარ პერსონაჟს განასახიერებს.
აღსანიშნავია, რომ კინოსურათში ბოროტ დედინაცვლად – გალ გადოტი მოგვევლინება.
„დისნეი“ ფილმის – Snow White პრემიერას 2025-ის 21 მარტს გეგმავს.