LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტორია 115-ის წევრი თსუ-ს იუბილეზე შეიჭრა

91

აუდიტორია 115- ის წევრი გიორგი სოფრომაძე თსუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა. გიორგი სოფრომაძე დარბაზში სკანდირებდა და უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლის ჩაშლას ცდილობდა.

 გიორგი სოფრომაძე სცენის წინ დადგა და მოწვეულ სტუმრებს  მიმართდა. სოფრომაძე დარბაზიდან უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა გაიყვანა.

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ღონისძიებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე , მინისტრთა კაბინეტის წევრები და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან.

magti 5g