LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონის სახლმა Ford-ისთვის დადებული პირობა დაარღვია და პასუხისგებაც მოუწევს

ford

Ford-სა და Mecum-ის აუქციონის სახლს შორის დაწყებული სასამართლო პროცესი ავტომწარმოებლის გამარჯვებით დასრულდა. აუქციონის სახლმა და სუპერქარის Ford GT-ის მფლობელმა ორწლიანი აკრძალვა დაარღვიეს და გაყიდეს ავტომობილი, რომლის გასხვისებაც დაუშვებელი იყო.

საქმე ისაა, რომ სუპერქარების გაყიდვის დროს ავტომწარმოებელი აფორმებს კონტრაქტს, სადაც გარკვევით წერია, რომ ავტომობილის გადაყიდვა მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არ შეიძლება. სუპერქარის, ნომრით 48-ის მფლობელმა კი თავისი საკუთრება ჯერ კიდევ მაშინ გაყიდა, როცა აკრძალვა მოქმედებდა.

შეთანხმება მოდელის შეძენიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ შედგა. ავტომობილი აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც ქარხნულ ფასზე 4-ჯერ უფრო მეტია. ვაჭრობიდან მეორე დღეს კი აუქციონის სახლმა სასამართლოდან სარჩელი მიიღო.

სასამართლო პროცესების დაწყებიდან 7 თვე გავიდა და როგორც იქნა მოსამართლემ საქმე დაასრულა. Mecum-ს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს, გარდა ამისა მას Ford-ის სუპერქარებთან მუშაობაც სამუდამოდ აეკრძალება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g