LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

72
stockmarket

საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 82 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.400 პროცენტით, მაქსიმალური 6.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.686 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g