LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aurus–ის ჩინური ანალოგი მოძრაობის დროს აალდა

104
a892a0bccaaf5284156eb0f3d653ace38402f580

ჩინურმა პორტალმა Autohome გაავრცელა ფოტოები, სადაც გადაადგილების დროს აალებული სედანი Hongqi H9–ია ასახული. კადრებში ჩანს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კაპოტიდან ბოლი მაინც ამოდის.

მომხდარის მიზეზების დადგენა გამოძიებას მოუწევს, უცნობია სედანი თავად აალდა თუ ცეცხლის გაჩენა სხვა ავტომობილთან დაჯახებამ გამოიწვია. გადაღებული ეგზემპლარი რეკლამებითაა გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს რომ მოდელი ერთ–ერთ დილერს ეკუთვნის.

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Hongqi–მ მოდელი H9 გასულ ზაფხულს გამოუშვა. ავტომობილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 330 ათასი იუანიდან იწყება, ანუ ჩინური ვერსია გერმანულ კონკურენტებზე 3–ჯერ უფრო იაფია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები