ავსტრიის ლიდერმა ავიახაზებმა – Austrian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო.
ავიაკომპანიამ ვენა-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
Austrian Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირ რეისებს თბილისიდან ვენის მიმართულებით კვირაში სამჯერ – ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
Austrian Airlines-ი 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტშია. Austrian Airlines-ის გლობალური მარშრუტების ქსელი 130-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.