LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუტისტმა ბიჭუნამ ათეულობით საათი დახარჯა, რათა ლონდონის, პარიზის და ნიუ იორკის მოგონებები გაეცოცხლებინა და ფურცელზე დეტალურად გადაეტანა

495
littleboy20129

11 წლის ალექს ბეიკერმა ფოტოგრაფიული მეხსიერება გამოიყენა, რათა მოგზაურობის დროს ნანახი ქუჩები ფურცელზე დეტალურად გაეცოცხლებინა.

ნიჭიერი ბიჭუნა ქალაქებს, ხიდებს თუ ცათამბჯენებს იდეალური სიზუსტით ხატავს.

აუტისტური სპექტრის მქონე ალექსმა ხატვა 2 წლის ასაკში დაიწყო და მალევე საოცარი უნარი გამოავლინა. პატარას შეეძლო რომ მხოლოდ ერთხელ ნანახი ადგილი დეტალებში გაეხსენებინა და დაეხატა.

მის საოცარ ნახატებს შორისაა მანჰეტენი, ბიგ ბენი და ბევრი სხვა საინტერესო ხედი.

ალექსის საოცარი მეხსიერება ჩანს პარიზის ნახატში, სადაც მან ეიფელის კოშკი და მდინარე სენა ზემოდან დანახული ხედით დახატა.

„ალექსი 5 წლის იყო როცა ლონდონში წავიყვანე და იქ მხოლოდ ერთი დღე დავყავით.  სახლში დავბრუნდით და მან მეტროს მიწისქვეშა სისტემა დეტალებში დახატა. მას უიშვიათესი მეხსიერება აქვს და შეუძლია ხატვას უამრავი საათი დაუთმოს. ეს მისი მთავარი გატაცებაა და ჩვენ ალექსით ძალიან ვამაყობთ“ – ამბობს ბიჭუნას დედა, 32 წლის ლაურა ჯექსონი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g