საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი გიორგი ფხაკაძე აუტიზმის მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აუტიზმის მართვა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ქცევის რეგულირებით.
„აუტიზმის მართვა არ უნდა იყოს მხოლოდ ქცევის რეგულირება. დროა საქართველოში გავაცნობიეროთ – ტვინის ქცევა ხშირად იწყება ნაწლავებიდან. მაგრამ ამ ცოდნის გამოყენება შეუძლებელია სუსტი კლინიკური სტრუქტურით“— აცხადებს ფხაკაძე.
მისი თქმით, თანამედროვე ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, სანდო აკრედიტაციითა და სისტემური პასუხისმგებლობით.