როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა სულ მალე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე აისახება. კომპანია „Puma“-მ ჭკვიანი ბოტასი „Autodiscs“ წარმოადგინა.
ფეხსაცმლის ჩაცმა და გახდა ძალიან მარტივია. ზონარი ავტომატურად მას შემდეგ იჭიმება, რაც ფეხის ქუსლი ბოტასში აღმოჩნდება. მცირე ძრავი მას ენაში აქვს ჩაყოლებული. ძრავს სპორტით დაკავების დროს ტექნიკურ დეტალებზე აქვს დატვირთვა.
ბოტასი აკუმულატორით იტენება, რისთვისაც არა სადენები, არამედ სპეციალური ხალიჩა არის საჭირო, რომელიც მას ენერგიით „ამარაგებს“.
ამ დროისთვის „Autodiscs“ გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა, უცნობია ისიც თუ რა ეღირება იგი.