რა არის ბარიატრიული ქირურგია და რა პრობლემების დროს ინიშნება ის, როგორ ხდება ოპერაციისთვის მომზადება და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი, რა შედეგებს უნდა ველოდოთ ოპერაციის შემდგომ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მიღებული ეფექტი...
ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სათემო მობილური სერვისის ხელმძღვანელმა, ფსიქიატრმა – თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.