აუქციონის სახლმა Classic Car Auctions გასაყიდად 1987 წლის კუპე BMW M3 E30 გამოიტანა. წინასწარი ვარაუდით, ავტომობილი ახალ მფლობელს 51–58 ათასი დოლარი მაინც დაუჯდება. ამ ფასად კი სულ ახალი კროსოვერი X4–ის შეძენაა შესაძლებელი.
ავტომობილი დიდ ბრიტანეთში იაპონიიდან 2015 წელს ჩაიტანეს. კუპეს გარბენი მთელი 33 წლის განმავლობაში მხოლოდ 58 966 კილომეტრი იყო და ბრიტანეთში გატარებული ბოლო 4 წლის განმავლობაში ოდომეტრის მაჩვენებელი მხოლოდ 400 კილომეტრით გაიზარდა.
ლოტს ერთ–ერთ ბრიტანულ ცენტრში მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარეს და ამ მომენტისთვის ავტომობილის მდგომარეობა ძალიან კარგია. მან 2,3 ლიტრის მოცულობის ოთხ–ცილინდრიანი ძრავი მიიღო და 200 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.