LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63 წლის Mercedes-Benz მილიონ დოლარად იყიდება

280
benzsl500

ონლაინ აუქციონმა Bring a Trailer-მა გასაყიდად 1956 წლის Mercedes-Benz 300 SL Gullwing გამოიტანა. ეგზემპლარი რომლის ძარაც ნაცრისფერია ერთ-ერთია 308 სპორტქარს შორის, რომელიც დღემდე ხელუხლებლად შენარჩუნდა. ავტომობილის საწყისი ღირებულება მილიონი დოლარი იქნება.

Mercedes –Benz 300 SL 3,0 ლიტრის მოცულობის „ექვსიანითაა“ აღჭურვილი და ეს სწორედ ის ძრავია რომლითაც მოდელი ქარხნიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ აგრეგატს რაღაც დეტალები შეუცვალეს, სალონი და სამუხრუჭე სისტემა კი განაახლეს.

საარქივო მასალების მიხედვით, სპორტქარის პირველი მფლობელი პენსილვანიელი ჯორჯ სტერნერი იყო. მას შემდეგ კი მოდელმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ბოლო პატრონმა 300SL-ის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს დაასრულა. ხოლო, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მისი გაყიდვის დროც დადგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები