LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Range Rover ისეთი მაგარი იქნება, რომ კონკურენციას Bentley-ს და Rolls-Royce-ს გაუწევს

134
rang-rover-news3234343453

ყველგანმავალი Land Rover Range Rover ბრენდის ისტორიაში ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი იქნება. კონცერნი Jaguar გეგმავს, რომ ფლაგმანი მოდელის პოპულარობა სხვადახვა ოფციების შეთავაზებით, მასიური სალონით და ძალოვანი აგრეგატების ელექტროფიკაციით გაზარდოს.

როგორც ცნობილია, მეხუთე თაობის Range Rover პლატფორმა MLA-ზე აიგება, რაც მოდელს საშუალებას მისცემს რომ ერთდროულად ორ ელექტროძრავზე იმუშაოს.

თავდაპირველად ბაზარზე სიახლის ჰიბრიდული ვერსია გამოვა და მოგვიანებით გასაყიდად სრულად ელექტრონული ყველგანამავალიც გამოჩნდება. ავტომობილი 100 კილოვატიან ელემენტს მიიღებს და ერთი დამუხტვით 480 კილომეტრის გავლა შეეძლება.

და ბოლოს, ელექტრონული კროსოვერის დახურული პრემიერა 2021 წელს, ხოლო საჯარო დებიუტი კი 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები