LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინა ემილიანო სალას დაემშვიდობა (ვიდეო)

2525053-52399770-2560-1440

ემილიანო სალას მშობლიურ ქალაქში ფეხბურთელთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა.

არგენტინელები „კარდიფის“ ფეხბურთელს ემილიანო სალას დაემშვიდობნენ, რომლის სხეული დამსხვრეული თვითმფრინავიდან 7 თებერვალს ამოიტანეს.

დამშვიდობების ცერემონიამ სალას მშობლიურ ქალაქ პროგრესოში (სალა იქვე მდებარე სოფელ კულულუში დაიბადა) აიღო სტარტი, იმ კლუბის ტერიტორიაზე, სადაც ბიჭმა კარიერა დაიწყო. ხალხმა შეკრება უკვე დილის 7 საათიდან დაიწყო. ნათესავების, მეგობრებისა და თაყვანისმცემლების გარდა დაკრძალვაზე „კარდიფის“ მწვრთნელი ნილ უორნოკიც მივიდა.

კუბო”ნანტის” ფეხბურთელ ნიკოლა პალუას, ემილიანოს ძმას დარიო სალას და მამას ჰორაციო სალას მიქონდათ.

გამომშვიდობების შემდეგ ემილიანოს სასახლე ქალაქ სანტა ფეში გადაიტანეს, სადაც ახლობლების თანდასწრებით კრემაცია ჩაუტარეს.

20 იანვარს „კარდიფმა“ დაახლოებით 20 მილიონი ევრო დახარჯა „ნანტის“ ფორვარდზე და სალა უელსური კლუბის სარეკორდო შენაძენი გახდა.

მთელი კარიერის 200 მატჩში ემილიანომ 73+19 გაიფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები