LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin–მა გამოუშვა ვისკი, რომლის ფასიც 50 ათასი ფუნტი სტერლინგია

102
astonmartinwisky

ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში დაანონსებული, Aston Martin–ისა და შოტლანდიური ვისკის სახლის BOwmore–ის კოლაბორაცია შედგა. ლიმიტირებული ვისკი სახელად Black Bowmore DB5 1964 არამხოლოდ ლეგენდარულ სპორტქარს, არამედ ორივე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან წელს ეძღვნება. ერთი ბოთლის ღირებულება 50 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

საქმე ისაა, რომ 1964 წელს ვისკის სახლმა Bowmore–მა პირველად გამოიყენა ახალი ტექნოლოგია და შემდეგ უკვე საკულტოდ ქცეული შავი ფერის ვისკი დაამზადა. შემდგომი წლების განმავლობაში უნიკალური სასმელი სულ 6–ჯერ ჩამოისხა, თანაც 1993 წელს მხოლოდ 6 ათასი ბოთლი.

რაც შეხება Aston Martin–თან თანამშრომლობას, საკოლექციო ეგზემპლარების მოყვარულებისთვის ეს ნამდვილი ზეიმი იქნება, რამეთუ ორი გიგანტი მხოლოდ 25 ბოთლის დამზადებას გეგმავს.

ბოთლის დიზაინი Aston Martin–ის კრეატიული დირექტორის ხელმძღვანელობით შეიქმნა და თითოეული დეტალი ძალიან სპორტული და თან სოლიდური გამოვიდა.

Black Bowmore DB5 1964 ბაზარზე მხოლოდ შემოდგომის ბოლოს გამოვა და იღბლიანი ერთეულები მის შეძენას 50 ათას ფუნტ სტერლინგად შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები