LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალაკი გარდაცვლილი შვილის მეგობართან დადის

94
7,w=1192,q=low,c=0.bild

„ბაიერის“, „ბაიერნის“, „ჩელსის“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი ხვდება გოგონას, რომელიც მასზე 24 წლით უმცროსია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების 45 წლის პრიზიორი რამდენჯერმე შეამჩნიეს 21 წლის მოდელ სოფია შნეიდერჰანთან.

წყვილი დაახლოვა ტრაგედიამ, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. მაშინ პორტუგალიაში ტრაგიკულად დაიღუპა ბალაკის შუათანა ვაჟი, 18 წლის ემილიო. ახალგაზრდამ კვადროციკლი მართვისას ვერ დაიმორჩილა და დაიღუპა.

მიხაელმა მძიმედ გადაიტანა შვილის დაკარგვა. მას კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებაც დასჭირდა. ცუდად იყო სოფიაც, რომელთანაც ბალაკის შვილი ბავშვობიდან მეგობრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები