LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ძველი ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ

96
horizon-skyline-photography-town-city-skyscraper-941609-pxhere.com--940x627 (1)

2020 წლიდან ბარსელონაში ახალი კანონი ამოქმედდება და დაბალი ეკოლოგიური სტანდარტების ავტომობილების მძღოლებისთვის გზა ჩაიკეტება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ გზით ქალაქში ჰაერი ბევრად გაუმჯობესდება.

აკრძალვა შეეხება ბენზინის ძრავიან ავტომობილებს, რომლებიც 2000 წლამდეა დარეგისტრირებული, ასევე დიზელის ავტომობილებს, რომელთა გამოშვების პერიოდიც 2006 წლამდეა.

მერიის შეფასებით, აკრძალვა 125 ათას ავტომობილს შეეხება და შედეგად ჰაერში მავნე გამონაბოლქვი 15%-ით შემცირდება.

სამომავლო პერსპექტივაში ბარსელონა ავტომობილთა მოძრაობას კიდევ უფრო შეზღუდავს. მაგალითად, უქმეებზე ქალაქის ცენტრში მოძრაობა საერთოდ აიკრძალება. საქმე ისაა, რომ ქალაქში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა ევროკავშირის სტანდარტებს ბევრად აჭარბებს. ამის გამო ყოველწლიურად 500-მდე ადამიანი ზარალდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები