ჰიბრიდული სპორტქარის BMW i8–ის წარმოება დასასრულს მიუახლოვდა და ბავარიელებმა ეს ფაქტი განსხვაებული დიზაინით აღნიშნეს.

როგორც გამოცემა Car Buzz იუწყება, BMW–მ მოდელის უკანასკნელი 18 ეგზემპლარისთვის უნიკალური შეფერილობა შეარჩია. 6 წლიანი წარმოების განმავლობაში ამ ფერთაგან არც ერთი არ გამოუყენებიათ. უჩვეულო გადაწყვეტილება ბავარიელებს ძალიან ძვირი დაუჯდათ – BMW–ს საღებავების ინდივიდუალური ფერის დამზადება და შემდეგ თითოეული ავტომობილის ხელით შეღებვა მოუხდა.

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ BMW i8 ფინალში გავიდა და თან ფინალი ასეთი განსხვავებულია !“ – განაცხადა BMW–ს ლაიფციგში მდებარე ქარხნის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო i8–ს ძირითადად მწარმოებლის ელიტარული კლუბის წევრები შეიძენენ.

ტეგები: BMW I8

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05