LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მხატვრების ცხოვრება  და მათი უნიკალური ტილოები – ,,ფაქტები”

3055
van-gog-facts

ცნობილი მხატვრების ცხოვრება  და მათი უნიკალური ტილოები –  რუბრიკა ,,ფაქტები” გენიალური მხატვრებზე და მათ ნამუშევრებზე საინტერესო დეტალებს გაგვაცნობს.

1) ვან გოგი  27 წლის იყო როდესაც ხატვა დაიწყო. 1888 წელს შეიქმნა   ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი  ,,ვარსკვლავიანი ღამე”. ამბობენ, რომ ნახატი საფრანგეთში  კონკრეტულად სენ-რემი-დე-პროვანსის საავადმყოფოში დახატა, მაშინ როდესაც შიზოფრენიით იტანჯებოდა.

ვან გოგის ერთ-ერთი მისი პირველი ნახატია  ,,კარტოფილის მჭამელები”.

აღიარება გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა, სიცოცხლეში კი მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა ,,წითელი ვენახები არლში”.

მისი უკანასკნელი ნახატი გახლავთ  –  ,,პურის ყანა ყორნებით”

2) სალვადორ დალი ამბობდა – ,,რომ არ მყოლოდნენ მტრები დღეს არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. მადლობა ღმერთს, მტრები საკმარისად მყავდა”. 1969 წელს სწორედ დალიმ შექმნა  ,,ჩუპა ჩუპსის” ლოგოტიპი.

1932 წელს გამოჩნდა მისი ყველაზე ცნობილი ნახატი ,,რბილი საათები”. ნახატმა გამოჩენიდან მალევე მოიპოვა პოპულარობა და 1934 წლიდან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციას განეკუთვნება. მის შემოქმედებაში ყველაზე სრულყოფილ ნამუშევარად გოგონა ფანჯარასთან“ („Girl at the Window“) ასახელებენ, რომელიც 1925 წლით თარიღდება.

3) პოლ გოგენს ძალიან უჭირდა ოჯახის რჩენა. ფინანსური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც უმუშევარი დარჩა. დაეწყო ღრმა დეპრესია და ყოველთვის ღმერთს ადანაშაულებდა მის წარუმატებლობაში.

1897-98 წლებში, სწორედ მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდა, დახატა მისი ყველაზე ცნობილი და ღრმა ფილოსოფიური ტილო  ,,საიდან მოვედით ? ვინ ვართ ? საით მივდივართ?’‘,  ეს იყო ნამუშევარი რაზეც  ამბობდა რომ  ასეთს ის ვეღარასდროს დახატავდა.

4)1950 წელს პაბლო პიკასო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. მან XX საუკუნის ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა და თავისი მოღვაწეობის დროს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. იყო პერიოდი როდესაც შეშის უქონლობის გამო საკუთარ ნახატებს წვავდა.

5 ) ამედეო მოდილიანის გარდაცვალებას შეეწირა მისი 21 წლის მეუღლე ჟანა. როდესაც ჟანას მოდილიანის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს, 9 თვის ფეხმძიმე მეხუთე სართულიდან გადახტა. მოდილიანი, ისევე როგორც სხვა გენიალური მხატვრები, სიცოცხლეში არ აღიარეს. რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში 31 მილიონ დოლარად გაიყიდა მისი ნახატი, მისი მუზის და სიყვარულის ორსული ჟანას პორტრეტი.

6 ) ამბობენ კლოდ მონე გამოუსწორებელი რომანტიკოსი იყო. არაერთი ცნობილი ნახატი დახატა თუმცა ერთ- ერთი  მათგანი ,,ქალი მწვანეში” მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან ცოლად ზუსტად ის ქალი მოიყვანა, რომელიც დახატა.

7) სანდრო ბოტიჩელს  განსხვავებული სტილი ჰქონდა და გამოირჩეოდა სიფაქიზით, სწორედ ამიტომ  ადვილად გამოსაცნობ მხატვრად ითვლებოდა. მსოფლიო მხატვრობაში  ბოტიჩელმა შექმნა ყველაზე მძიმე და შემაძრწუნებელი ტილო ,,ქრისტეს დატირება”.

8 )იცოდით რომ მსოფლიოში პირველი ველოსიპედის ნახაზი – ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის, ისევე როგორც პირველი კალკულატორის იდეა.

საინტერესოა რომ მის ცნობილ ნახატს ,,საიდუმლო სერობა” მხატვარმა  დიდი დრო მოანდომა. 6 წლის განმავლობაში ხატავდა შედევრს. მისი შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა. ცნობილია, რომ „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება — იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ისინი ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები