დაიწყო: 26 მარტის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაწყებულია

275
KJR-7841-0

საქართველოს ნაკრებს ისტორიული პერიოდი ელოდება. მარტის ბოლოს ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი ისეთი თამაში აქვს (იმედია ორი), რაც ქართველი ქომაგის ათწლეულების ოცნებას აასრულებს. საქართველო შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს. საამისოდ პირველი ნაბიჯი 26 მარტს უნდა გადავდგათ, როდესაც თბილისში ბელარუსს ვუმასპინძლებთ. ცხადია, უდიდესია ამ მატჩისადმი ინტერესი. თამაშის ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი უკვე დაწყებულია, არადა როგორც წესი ბილეთების რეალიზება ასე ადრე არ ხდება ხოლმე.

ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, “დინამოზე არენას” სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი.

გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება.

ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

ერთ მომხმარებელს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. შეზღუდვა ვრცელდება ბილეთის როგორც ონლაინ, ისე სალაროებში ყიდვის შემთხვევაში.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული გუნდების მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები