LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახურულ კონტეინერში უნიკალური 66 წლის Porsche იპოვეს. ავტომობილმა ასეთ მდგომარეობაში 35 წელი გაატარა

38
porschenews45

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც სამხრეთ კალიფორნიაში მცხოვრებ კოლექციონერს მოტოციკლეტების სანახავად ეწვია. თუმცა, ორბორბლიანი ტრანსპორტის ნაცვლად მამაკაცმა 1955 წელს გამოშვებული წითელი ფერის Porsche 550 Spyder იპოვა. ავტომობილმა 35 წელი დახურულ კონტეინერში გაატარა.

უჩვეულო აღმოჩენის ავტორი ამერიკელი რობერტ გრინი გახდა. გრინი მოტოციკლეტების კოლექციონერია და წითელი „პორშე“ მან მორიგი მოტოციკლეტის ძიებისას იპოვა.

ორადგილიანი სპორტქარი 69–ე სერიისაა. სამი წლის განმავლობაში გერმანულმა კომპანიამ სულ 90 ეგზემპლარის გამოშვება მოასწრო. ნაპოვნმა ექსკლუზივმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და უკანასკნელი წლები ბოლო პატრონთან, უძრავად გაატარა.

მიუხედავად ამდენ წლიანი უძრაობისა, მოდელი მშვენიერ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. სპორტქარს ძარაზე ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს. მოძრაობაში ის 1,5 ლიტრის მოცულობის 135 ძალის ძრავს მოყავს და აგრეგატი 5–საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ–ია.

სპორტქარმა ახალი მფლობელი უკვე იპოვა, თუმცა კოლექციონერი ზუსტ ფასს არ ასაჯაროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები