LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამეხმარე, რადგან უშენობა ვერ წარმომიდგენია – რეიესის ცოლის ცრემლიანი დამშვიდობება (ვიდეო)

8802
2606018-54019070-2560-1440

ხოსე ანტონიო რეიესის ცოლმა გამოსამშვიდობებელი წერილი და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელი ორ ქალიშვილს ეხუტება.

ნოელია ლოპესმა, ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქმარს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა.

„მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულო, ვერ ვუმკლავდები ამ ტკივილს. შენი წასვლა სიცოცხლის ძალას მართმევს. დღეს უნდა დაგემშვიდობო, მაგრამ ძალა არ მაქვს. მალე ყველაფერს გეტყვი, რადგან ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. ჩვენ ოჯახი ვიქნებით, ჩემო ცხოვრებავ, სადაც არ უნდა ვიყოთ.

დამეხმარე, რადგან უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. დამეხმარე გავზარდო ჩვენი შვილები. მომეცი ძალა, რომელიც არ მაქვს. ჩვენ შენზე ვიფიქრებთ და შენ მუდამ იცოცხლებ ჩვენს გულებში. შენ ჩვენ საუკეთესო ცხოვრება მოგვეცი და გვიტოვებ საუკეთესო მოგონებებს.

მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები“ – დაწერა ინსტაგრამზე ფეხბურთელის მეუღლემ და ვიდეო დაურთო, სადაც ფეხბურთელი შვილებთან ნოელიასთან და ტრიანასთან ერთადაა.

View this post on Instagram

Amor de mi vida, no puedo soportar este dolor, que solitas nos dejas. Te llevas mis ganas de vivir. Hoy tengo q despedirme de ti pero no tengo fuerzas, te diré un hasta pronto porque tú y yo estaremos eternamente juntos. Espérame mi vida, volveremos a ser una familia donde estés. Ese día llegabas de un largo viaje y llegaste con quienes te daban vida, esa vida que ayer se nos fue. Ayúdame gordito porque no imagino la vida sin ti. Ayúdame a criar a nuestras hijas. Dame fuerzas, esas q no tengo. Te llevaremos en el pensamiento y vivirás por siempre en nuestros corazones. Nos has dado la mejor vida y nos dejas los mejores recuerdos. En los ojos de Noelia me mirarás y en la sonrisa de Triana sonreirás conmigo. Te amo y te amaré por siempre papi ❤️

A post shared by NOELIA LÓPEZ ⭐️ (@noelialopezm) on

რეიესი ავტოკატასტროფაში 1 ივნისს დაიღუპა. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ხოსე ანტონიო ინგლისის ჩემპიონია „არსენალის“ რიგებში, ხუთჯერ აქვს მოგებული ევროპის ლიგა (ორი „ატლეტიკოს“ და სამი „სევილიას“ რიგებში). თამაშობდა მადრიდის „რეალში“ და ესპანეთის ნაკრებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები