LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

567
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. დღე მიზანდასახული და შეუპოვარი მორიელის, მთვარე კი, ეთიკური და დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია დააასრულოთ ძველი პროექტები და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით. მოერიდეთ ფულის სესხად აღებას და ვალად გაცემას.

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ბეჟი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდონისა და მერწყულისთვის. უსიამოვნებები ელით კუროს, კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები