LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

768
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა და ფუჭი დაპირისპირებების გაცემა,  უმიზეზოდ ეჭვიანობა და ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს თანაგრძნობის და მზრუნველობის გამოვლენის სურვილი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახლობლებისთვის წვეულების მოსაწყობად, ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაღწება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

სიზმრები – სამწუხაროდ, ახდება ცუდი სიზმარი.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, რაუხტოპაზი, აქატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები