LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1750
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:09-დან 21:23 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზის ერთი თვით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ოპტიმიზმსა და ენთუზიაზმს, ინტუიციას და გონებამახვილობას, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას და უყაირათობას, სარკაზმსა და ეგოიზმს გააძლიერებს.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

მოერიდეთ ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ კამათს და უმიზეზოდ ეჭვიანობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g