LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

565
მიხეილ ცაგარელი

დღის პირველ ნახევარში მოიმატებს ურთიერთგაგება პარტნიორებთან, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ამ პერიოდში მოაგვაროთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა რთული კოლექტიური საკითხების განსახილველად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და საბუთების მოსაწესრიგებლად. საბანკო და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება,  უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბარდით, ბრინჯით, ზღვის პროდუქტით, ხილითა და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი და კრემისფერი,  ასევე აგატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები