LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ვარსკვლავები მოყვარულებს ანგრევენ: Carlsberg-ის საუკეთესო რეკლამა მსოფლიოში (ვიდეო)

123
rueaead207e00

1995 წელს ლუდი Carlsberg ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სპონსორი გახდა, პარალელურად ნაკრებისაც. ყოველ წელს კომპანია ეროვნული გუნდის ახალ ვიდეორგოლებს უშვებდა. 2006 წლის მუნდიალისთვის კი რაღაც განსაკუთრებული გადაიღეს.

 

კონტექსტისთვის:

კაცი, რომელიც საწოლზე ზის, მეკარე პიტერ შილტონია.

ველოსიპედით მიდის ლეგენდარული პიტერ ბერდსლი.

გუნდი თამაშზე მიყავს სერ ბობი ჩარლტონს. გადაღებულია მისი უფროსი ძმა ჯეკიც (ყვითელ ბარათს იღებს).

სენდვიჩებით მიდის ტერი ბუტჩერი.

გუნდს წვრთნის ბობი რობსონი.

მწვრთნელის სიტყვას წყვეტს სტიუარტ პირსის მობილურის ზარი – მას დედა ურეკავს.

გუნდი მოედანზე გადის და ვიღაც მოყვარულებს 8:0-ს უგებს. შემდეგ კი გამარჯვებას პაბში Old lions (ძველი ლომები) აღნიშნავს.

 

კიდევ რამდენიმე ფაქტი:

მუნდიალის რეკლამა ისე უნდა გადაეღოთ, რომ სიტყვა მსოფლიო ჩემპიონატი არ გამოეყენებინათ.

გადაწყვიტეს არ აეყვანათ ისეთები, ვისაც ალკოჰოლთან პრობლემა ქონდათ. ასე დარჩნენ მიღმა ტონი ადამსი და პოლ გასქოინი.

„ძველი ლომების“ სრული შემადგენლობა: პიტერ შილტონი, დეს უოკერი, ტერი ბუტჩერი, ჯეკ ჩარლტონი, სტიუარტ პირსი, პიტერ რიდი, ბრაიან რობსონი, ალან ბოლი, პიტერ ბერდსლი, ბობი ჩარლტონი, კრის უოდლი. მწვრთნელი – ბობი რობსონი.

ჯამურად ამ შემადგენლობას ინგლისის ნაკრებში 796 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ძველი ლომების“ მეტოქე იყო რეკლამის დამამზადებელი კომპანიის თანამშრომლები.

გადაღებები მიმდინარეობდა 2005 წელს დეგენჰემში, ლონდონის გარეუბანში. თამაში ჩვეულებრივ ჩატარდა, კომპანიაში მიიჩნიეს, რომ ფეხბურთლებს მსახიობური ოსტატობა არ ეყოფოდათ.

სულ გადაიღეს ფეხბურთის 6 საათი და სხვადასხვა ხუმრობების 9 საათი.

ეს რეკლამა ყველაზე წარმატებული გამოდგა Carlsberg-ის ისტორიაში. ის 2006 წლის აპრილში გამოვიდა. 4 კვირის განმავლობაში Carlsberg-მა ნორმაზე 4-ჯერ მეტი ლუდი გაყიდა და ბაზრის ლიდერს (Carling) საგრძნობლად გაუსწრო.

„ძველმა ლომებმა“ ბრიტანულ ტელეარხზე წლის საუკეთესო რეკლამისთვის ჯილდო მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები