LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული Ford ერთი დამუხტვით 600 კილომეტრს გაივლის

55
mstng-newsaut

კომპანია ford-მა ლონდონში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ელექტრონული კროსოვერი Mustang Mach-E წარადგინა. ავტომობილის სვლის მარაგი 420–დან 600 კილომეტრამდეა, სიმძლავრე კი 258–დან 338 ცხენის ძალამდე ლავირებს.

ევროპული ვერსიის ვიზუალი რადიატორის ბადის შავი კონტურით და რამდენიმე დეკორატიული ელემენტითაა გამორჩეული. ბაზარზე სიახლე სამ ვერსიაში Mach-E RWD, Mach-E AWD და Mach-E First Edition გამოვა. პირველი ვარიანტი ორ ელემენტს მიიღებს და ელექტროძრავს 258 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. სვლის მარაგი კი 450 კილომეტრი იქნება.

შემდეგი კომპლექტაცია რეკორდული სვლის მარაგით – 600 კილომეტრით იქნება, რაც 98,8 კილოვატ–საათიანი ელემენტის დამსახურებაა. ძრავი კი 285 ცხენის ძალას განავითარებს.

რაც შეეხება მესამე ვერსიას, მისი სვლის მარაგი 420 კილომეტრია და ორი ელექტროძრავი 258 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ყველა ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 180 კილომეტრი საათში იქნება, დინამიკა კი სამივეს ერთმანეთისგან განსხვავებული ექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები