LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილიანო სალას თვითმფრინავი იპოვეს

946a3664bf9afe20c313e4cd41c0873b

თვითმფრინავი, რომლითაც არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, აღმოჩენილია. ამის შესახებ „სქაი სპორტი“ (Sky Sports) იუწყება.

დაკარგული თვითმფრინავის Piper PA-47 Malibu-ის ნაწილები ლა მანშის ფსკერზე, გერნსის კუნძულთან ახლოს იპოვეს. საფრენი აპარატის იდენტიფიცირება რადიომართვის პულტის მეშვეობით მოხდა.

სალასა და პილოტ დევიდ აიბოტსონის ოჯახის წევრებს ამის შესახებ უკვე აცნობეს. არაფერს იტყობინებიან იმაზე, ნაპოვნია თუ არა ფეხბურთელისა და პილოტის ცხედრები.

წყალქვეშა ძებნითი სამუშაოები 3 თებერვალს დაიწყო.

კერძო ოპერაცია დაფინანსებულია შემოწირულობებით და პლატფორმა GoFundMe-ის შედეგად უკვე შეგროვებულია 300 ათასი ევრო.

ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც ლა მანშის სრუტის თავზე რადარებიდან გაქრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები