LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა გერმანელებს ვერ აჩერებს: გოლს მარტო ლონდონში იტანს – ამბები მოკლედ

66
ruef1342fb8f8

ყველა, 6-ვე გერმანულმა გუნდმა მოიგო ევროთასების პლეი-ოფის პირველი მატჩები პირველად 31 წელიწადში.

მანუელ ნოიერი მეოთხე ადგილზე გადავიდა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეკარეებს შორის. მან ვალდესს გადაუსწრო, უფრო მეტი კი კასილიასს, ბუფონს და ჩეხს უთამაშიათ.

„ბაიერნმა“ 3+ გოლი გაუტანა ოთხ ინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მეხუთეჯერ ბოლო 7 წელიწადში.

გნაბრიმ ლონდონში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა. და არცერთი გოლი არ აქვს 12 მატჩში 6 სხვადასხვა ქალაქში.

„ბაიერნმა“ ისტორიაში მესამედ მოიგო პირველი 7 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ეს „ბარსას“ და „რეალს“ გამოსვლიათ.

ლევანდოვსკიმ 9 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გასვლით მატჩებში და ამით რონალდოს რეკორდი გაიმეორა.
ამასთან, პოლონელი გოლი+პასის სისტემით ტურნირის ლიდერია.

„ჩელსიმ“ ყველაზე დიდი საშინაო მარცხი იწვნია ევროთასებზე.

სეტიენი „ბარსას“ პირველი მწვრთნელია 1997 წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩი ვერ მოიგო.

„ნაპოლი“ ყველა, ხუთივე შემთხვევაში ვარდებოდა, როდესაც ევროთასების პლეი-ოფის პირველ მატჩს შინ ფრედ თამაშობდა.

მერტენსმა 121-ე გოლი გაიტანა „ნაპოლის“ რიგებში. ის ისტორიაში პირველ ადგილს იყოს ჰამშიკთან ერთად.

არსენ ვენგერმა შეთავაზა ევროთასების პლეი-ოფში გასვლით მატჩში გატანილი გოლის წესი გააუქმონ.

El Chiringuito TV: „ჩელსიმ“ კეპა და 30 მლნ ევრო შეთავაზა „ატლეტიკოს“ ობლაკის სანაცვლოდ.

„მანჩესტერი“, „არსენალი“, „ინტერი“ და „ბორუსია“ კონკაკაფის საუკეთესო ბომბარდირ დევიდს აკვირდებიან.

„ვალენსიამ“ შესაძლოა მწვრთნელად პელეგრინი მიიწვიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები