LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანებმა გუნდის ბოსებს მოედანზე საფლავი გაუთხარეს (ფოტო)

107
2558866-53076030-2560-1440

გაბანკროტებული კლუბის ფანებმა მოედანზე ჯვარი ჩაარჭვეს და გუნდის ბოსების ინიციალები დააწერეს.

სლოვენიური კლუბის “კრშკოს” ფანები არ ეგუებიან, რომ მათი გუნდი ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა, ხოლო მოთამაშეებს აღარც ახსოვთ, ხელფასი ბოლოს როდის აიღეს.

წარუმატებლობაში გულშემატკირები კლუბის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ – პრეზიდენტ ზორან ომერცს და სპორტულ დირექტორ ანტონი ვრდიკას. “კრშკოს” ულტრასებმა საპროტესო აქცია მოაწყვეს: მათ კლუბის სტადიონის ცენტრში საფლავი ამოთხარეს და გვერდით უფროსობის ინიციალები მიაწერეს.

სლოვენიის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ “კრშკოს” 16 ქულა აქვს და მის წინ მყოფს 9 ქულით ჩამორჩება.

კლუბი 1922 წელსაა დაარსებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები