LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელების სოფელი: სად და რატომ ცხოვრობენ ფულიანი ვარსკვლავები

319
JS130817492

იურგენ კლოპი ბრენდან როჯერსის სახლს ქირაობს, რომელიც ამ უკანასკნელმა სტივენ ჯერარდისგან იყიდა. ახლა კი ახალი ისტორია: ოლე გუნარ სულშერი თავის სახლში ვერ შედის, რადგან ის „ლივერპულის“ მცველ ვირხილ ვან დეიკს აქვს ნაქირავები.

2006 წელს სულშერმა-მოთამაშემ „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2008 წლამდე გააფორმა. როგოც ჩანს, ჯერ კიდევ მაშინ ფერგიუსონი დაპირდა, რომ კლუბის სისტემაში სამწვრთნელო საქმეს გამოუძებნიდა, რადგან ნორვეგიელმა 2007 წელს 1.8 მილიონ ფუნტად ჩეშირში, ოლდერლი ეჯის სოფელში ახლი იყიდა.

ოლდერლი ეჯი ფეხბურთელების სოფლად მიიჩნევა: აქ ცხოვრობდა დევიდ ბექჰემი და დღემდე ცხოვრობენ რიო ფერდინანდი, დუაიტ იორკი, მაიკლ ქერიკი და ჯოლეონ ლესკოტი, სიახლოვეს შენდება უეინ რუნის სახლი (მანჩესტერიდნ 25 კმ, ლივერპული ცოტა მოშორებითაა). Manchester Evening News ოლდერლი ეჯის ეძახის ადგილს, სადაც მანჩესტერული კლუბების ტოპ ტრანსფერები პირველ რიგში სახლის ძებნას იწყებენ.

ოლდერლი – ოქროს სამკუთხედის ნაწილია. ასე უწოდებენ ჩეშირის სამ სოფელს (პლუს უინსლოუ და პრესტბერი), სადაც მდებარეობს ჩრდილეთ ინგლისის 10 ყველაზე ძვირფასი ქუჩიდან 5 მათგანი. სპორტსმენები გიჟდებიან ოქროს სამკუთხედზე: აქ ცხოვრობენ (ან უცხოვრიათ) კრიშტიანო რონალდო, დე ხეა, კანტონა, კრაუჩი, ზლატანი, მატა, იაია ტურე და ტაისონ ფიური.

სელებრითებს აქ სიმშვიდე ხიბლავთ. „აქ სიმშვიდეა. ხალხი მიეჩვია ქუჩაში ვარსკვლავების ნახვას და მათთან აღარ მიდიან. აქ ტოპ ფეხბურთელებს შეუძლიათ თავი უბრალო ადამიანებად იგრძნონ“, – მოყვა უძარავი ქონების ადგილობრივი აგენტი.
ოლდერლი რაღაც დრო ბრიტანეთის შამპანურის დედაქალაქის წოდებას ინარჩუნებდა. აქ ხომ ბარებსა და მაღაზიებში შამპანურზე საშუალოდ საათში დაახლოებით 500 ფუნტი იხარჯება.

***

კარიერის მიწურულს ასეთ ადგილზე იყიდა სახლი სულშერმაც. მოუთ-კოტეჯი 50 წლის სახლი იყო. ასე გამოიყურებოდა ის ადრე.

მაგრამ ნორვეგიელმა გადაწყვიტა ეკოლოგიური სახლი აეშენებინა სკანდინავიურ სტილში: სახლი ხის საფუძველზე და ქვებით აუზითა და სახურავზე მზის ელემენტებით. პრობლემა შეიქმნა: ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებზე ნებართვას არ იძლეოდა.
მეზობლებიც აღაშფოთა, ერთ-ერთი ამბობდა, თუ უნდა წავიდეს და ტიალ მინდორზე ააშენოს ახალი სახლი, აქ ატმოსფეროს რას აფუჭებსო.

სულშერმა დანგრევასა და გადაგეგმვის ნებართვა 2008-ის თებერვალში მიიღო. მალე ის ახალ სახლში შევიდა.

სახლში არის აუზი, 5 საძინებელი, სახლის კინოთეატრი, მტვრის შეგროვების ჩაშენებული სისტემა, უსაფრთხოების გაუმჯობესებული სისტემა, მზის ელემენტები წყლის გასაცხელებლად და დიდი მდელო.


Google Earth-ზე ჩანს საფეხბურთო კარი, რომელიც სახლის უკან მდელოზე დგას.

თუმცა მაშინ სულშერი „მანჩესტერში“ არ გაჩერებულა – 2011-ში ის „მიოლდეს“ გასაწვრთნელად ნორვეგიაში წავიდა. მას შემდეგ იყო პრემიერლიგაში დაბრუნების მცდელობა, ოღონდ „კარდიფში“. ოლეს საქმე ჩაუვარდა და ეტყობა აღარ ქონდა მანჩესტერში ახალი სამუშაოს მიღების იმედი. 2011-ში მან სახლი 4 მილიონ ფუნტად გასაყიდად გამოიტანა.

მყიდველს დიდხანს ეძებდნენ. სახლი 2018-მდე უქმად იდგა, სანამ „ლივერპულმა“ 70 მილიონი არ გადაიხადა „საუთჰემპტონს“ ვირხილ ვან დეიკში. სწორედ ჰოლანდიელმა იქირავა სულშერი სახლი. საიჯარო გადასახადი დაახლოებით 8.5-10 ათას ფუნტად ფასდება. ვან დეიკი კვირაში 150 ათას ფუნტს იღებს. მოკლედ, ყოფნის.

სულშერის სახლში ვირხილი ცოლთან რაიკთან ერთად ცხოვრობს . მათ 5 წლის ქალიშვილი ნაილა ყავთ. „ლივერპულის“ მელვუდის ბაზამდე მანქანით ერთი საათის სავალია.

ოლემ „იუნაიტედში“ კარგად დაიწყო. შესაძლოა პარიზული გმირობის შემდეგ მუდმივ მწვრთნელად დანიშნონ. თებერვლის ბოლოს სულშერი სასტუმრო Lawry-დან გადავიდა (სწორედ ის, სადაც მთელი მანჩესტერული კარიერის განმავლობაში – 127 კვირა ცხოვრობდა ჟოზე მოურინიო). როგორც ჩანს, სულშერმა ახალი სახლი მონახა – ტაბლოიდები წერენ, რომ ვან დეიკი არსად გადასვლას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები