LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაცია 100 ათასს გამოყოფს კორონავირუსთან ბრძოლისთვის და საკარანტინოდ თავის სასტუმროსაც დათმობს

92
unnamed

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო. ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ფულადი თანხა გამოყოს და თან საკუთარი სასტუმრო დათმოს საკარანტინო სივრცისთვის.

ფედერაციამ დღეს სოციალური ქსელით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში”, – წერია განცხადებაში.

 

საქართველოში ფეხბურთი გაჩერდა: ფედერაციამ აპრილამდე ყველაფერი შეაჩერა

ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის, რამაც ჩვენი ნაკრების ევროპის პირველობაზე გასვლის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. კორონავირუსის პანდემიის გამო დიდია ალბათობა მატჩი ან უმაყურებლოდ ჩატარდეს ან გადაიდოს. ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია ცნობილია: ჩვენები მხარს არ უჭერენ უმაყურებლო თამაშს, ამასთან უფრთხიან ფეხბურთელების მდგომარეობას, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ და არავინ უწყის მოუწევთ თუ არა სავალდებულო საკარანტინო ვადის გავლა. ასეთ დროს კი ფეხბურთელის ჩამოსვლას რა აზრი ექნება.

ცოტა ხნის წინ სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას წერილიც კი მისწერა.

მაყურებლის გარეშე თამაში პრობლემის მოგვარება არ არის – ლევან კობიაშვილმა უეფას წერილი მისწერა

ხოლო გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაადასტურა, რომ ფედერაციას თამაშის გადადება ურჩევნია უმაყურებლოდ ჩატარებას.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები