ადრე თუ გვიან ყველა ავტომობილის ეპოქა სრულდება: გამონაკლისი ალბათ დიდი იშვიათობაა. თუკი ზოგიერთი მოდელი არც აღარავის ახსოვს, არიან ისეთებიც რომლებიც ნამდვილად საკულტოდაა ქცეული. ასეთი შედევრების წარმოებიდან უბრალოდ მოხსნა დაუშვებელია, ამიტომ საავტომობილო კომპანიები სხვადასხვა მეთოდებს იფიქრებენ, რათა მოდელი სათანადოდ გააცილონ და საყოველთაო ყურადღებაც მიიქციონ.
მაგალითად, ხშირად განსაკუთრებულ ბოლო ეგზემპლარებს ქმნიან , მაშინაც კი როცა თავად მოდელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბოლო ავტომობილებს სახელებს არქმევენ, აუქციონზე ყიდიან ანდაც აჩუქებენ იმ ადამიანებს, ვინც ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.