LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელთა საყვარელ ავტომობილთა რეიტინგში ლიდერი შეიცვალა

105
ევროპელთა საყვარელ ავტომობილთა რეიტინგში ლიდერი შეიცვალა

ევროპაში ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს ახალი ლიდერი ჰყავთ. Dataforce-ის ინფორმაციით, 2024 წელს ისტორიაში პირველად, ევროპის ბაზარზე ბესტსელერთა რეიტინგში პირველი ადგილი Dacia Sandero-მ დაიკავა. 12 თვის განმავლობაში ევროპელებმა 270 111 ერთეული sandero იყიდეს. 2023 წელსთან შედარებით მოდელის რეალიზაცია 14,3%-ით გაიზარდა.

ექსპერტთა შეფასებით, Sandero 2024 წლის პირველ ნახევარში იყო ლიდერი და ეს კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასს უკავშირდება. მაგალითისთვის, საფრანგეთში Dacia Sandero-ს ფასი 12,99 ათასი ევროდან იწყება და ბრენდი კონკურენტუნარიანი ფასის შენარჩუნებას ელექტროფიკაციაზე უარის თქმით ახერხებს.

ევროპული რეიტინგის მეორე ადგილს Renault Clio იკავებს, რომელიც 216 569 ერთეული რეალიზდა, რაც 2023 წელთან შედარებით 6,5%-ით ნაკლებია.

და ბოლოს, ლიდერთა სამეულს Volkswagen Golf ასრულებს, მოდელი 216 549 ერთეული გაიყიდა, რაც 17,5%-იან ზრდას ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები