LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota–მ იუბილე Land Cruiser–ის სპეციალური ვერსიით აღნიშნა

55
toyotanews445

Toyota Motor–მა ყველგანმავალი Land Cruiser–ის სპეციალური ვერსია, სახელად 70th Anniversary Special Edition მოამზადა. კომპანიამ თავისი ბესტსელერის 70 წლის იუბილე სწორედ ასე აღნიშნა. Land Cruiser–მა დღის შუქი პირველად 1951 წელს იხილა, ოღონდ მაშინ მას BJ ერქვა. საიუბილეო სპეც–ვერსიის შეძენას დასაწყისისთვის ავსტრალიის და ახლო აღმოსავლეთის, ასევე იაპონიის მკვიდრნი შეძლებენ.

სტანდარტული Land Curiser–ისგან სპეც–ვერსია გაფორმებული რადიატორის ბადით და შავად შესრულებული წარწერით „Toyota” გამოირჩევა. მან 16 დიუმიანი საბურავების დისკები და შავი ფერის წინა ბამპერიც მიიღო.

ასეთი კროსოვერის სალონში შავი ფერის სავარძლები, საჭე და გადაცემათა კოლოფია. წინა პანელი და საჭის დეტალები ხითაა გაფორმებული.

Toyota–ს ავსტრალიის სადილერო ცენტრში სიახლე სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი 78 500 დოლარიდან დაიწყება. სხვადასხვა ოფციების მიხედვით ღირებულება 100 ათას დოლარამდეც მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები