LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია კაპუტ! მოსაგები მოგებულია, ერთ კვირაში რუსეთთან ომია!

775
54521238_2116349498462138_5171433639937835008_n

საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში გერმანია ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა – 52:3 და ყველა თამაშის მოგების გამო პირველ ადგილზეა.

მეტიც, ბორჯღალოსნებმა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

მილტონ ჰეიგი წლევანდელ რაგბი ევროპის მატჩებს მსოფლიო თასისთვის მზადებად განიხილავს:

“ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. გვსურს მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდინციაში შევხვდეთ“, – ეს ჩვენი გუნდის მწვრთნელის სიტყვებია და რამდენად მოახერხებს საიაპონიოდ გუნდის შესაბამის კონდიციებში მოყვანას, ამას დრო გვაჩვენებს.

საგერმანიოდ კი მას ერთი იძულებითი ცვლილება მოუწია. 18 წლის კვაჭმა ვანო კარკაძემ, რომელიც მარქაფაში იყო და მესამე კეპის მოსახვეჭად ემზადებოდა, ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა. მის ნაცვლად თადარიგში თორნიკე მატარაძე შეიყვანეს.

ქუთაისის „აია არენაზე“ გამართული მატჩის უკვე შესვენებაზე საქართველო სოლიდური უპირატესობით გავიდა. ბორჯღალოსნებმა გერმანიას პირველ ტაიმში სამი ლელო დაუდეს.

მასპინძლები მეორე წუთზე მირიან მოდებაძემ დააწინაურა. გარდასახვა გელა აფრასიძემ ზუსტად შეასრულა – 7:0.
ორ წუთში ანგარიში უკვე 14:0 იყო. ამჯერად თავი გამოცდილმა ლაშა ხმალაძემ გამოიჩინა. აფრასიძემ გარდასახვა ამჯერადაც გაიტანა.
ორ ლელოს გერმანელებმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და სხვაობა შეამცირეს – 14:3. 22-ე წუთზე გერმანელთა ჩათვლის მოედანი შალვა მამუკაშვილმა აიღო. აფრასიძის ზუსტი დარტყმა და ანგარიში 21:3 გახდა.

 

მეორე ტაიმში საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ლელოს ლელო მოჰყვა: ჯერ მალაღურაძემ გაჭრა მეტოქის ხაზი, შემდეგ მოდებაძე შევარდა ორჯერ მეტოქის ჩათვლის ხაზში და ჯამში მშობლიურ ქალაქში სამი ლელო დადო.

მე-60 წუთზე უკვე ლობჟანიძემ გაიტანა ლელო, 75-ზე შარიქაძემ და მათიაშვილის ორი გარდასახვის შემდეგ ანგარიშში 49-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 52:3.

ერთ კვირაში კი ერთ-ერთი მთავარი ჯახი გველოდება. მომდევნო კვირას, 17 მარტს სტუმრად კრასნოდარში რუსეთთან მივდივართ, რომელიც ბოლო პერიოდში ცოტა სხვა გუნდია და მისი წაქცევა მარტივი საქმე აღარ არის. თუმცა ჩვენი ბორჯღალოსნები რუსების ცემას მიჩვეულები არიან და იმედია ერთ კვირაში მორიგ გამარჯვებას წამოვიღებთ რუსეთიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g