„თქვენ ყველგან დიდი იქნებით, სადაც არ უნდა წახვიდეთ“. მესი ემოციურად დაემშვიდობა ვალვერდეს.

კიკე სეტიენის „ბარსასთან“ კონტრაქტში არის პუნქტი მწვრთნელის გაშვების თაობაზე 2021 წელს კლუბის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ.

კიკე სეტიენი: „გუშინ სოფელში ძროხებთან ვსეირნობდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვავარჯიშებ“.

„რეალს“ სურს ვერნერი შეიძინოს ზაფხულში. გამოსასყიდი თანხა 30-დან 60 მლნ ევრომდეა.

„რეალი“ მიიღებს 12 მლნ ევროს სუპერთასისთვის, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „ვალენსია“ კი ჯამურად 11.7 მილიონს.

„ატლეტიკო“ და პსჟ ზამთარში კავანის გადასვლაზე ლაპარაკობენ. თანხა 15-20 მლნ ევროა.

Marca: „ატლეტიკო“ „არსენალს“ ლემარს და ფულს შეთავაზებს ლაკაზეტის სანაცვლოდ თუ კავანის გარიგება ჩაიშლება.

„ბენფიკა“ „რეალსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მარიანოსთან დაკავშირებით.

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი 2019 წელს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 29 წლის ვინგერმა „სიტის“ რაჰიმ სტერლინგს და „ტოტენჰემელს“ ჰარი კეინს აჯობა.

„ლივერპულმა“ უარი თქვა შაქირის „რომაში“ იჯარით გაშვებაზე.

„იუვენტუსს“ სურს ზაფხულში პოგბა იყიდოს და გარიგებაში დიბალა ან რაბიო ჩართოს.

იურგენ კლინსმანს სამწვრთნელო ლიცენზია დაუმთავრდა. გერმანელმა შესაძლოა „ბაიერნთან“ მატჩი გამოტოვოს.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები